ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობის პროექტი 

საქართველოში ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტრო ჩინურ მხარესთან თანამშრომლობას აძლიერებს. ამ მიზნით, ჩინეთში მყოფმა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორმა მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას, სასწავლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას.