გაფართოვდება იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც მოსწავლეებს მეორე არჩევით უცხოურ ენად ჩინური ენის სწავლა შეეძლებათ. ამ მიზნით დაგეგმილია ენის სწავლების სტანდარტის შემუშავება და პედაგოგების გადამზადება. თუ მანამდე არჩევითი საგნების ჩამონათვალში ჩინური მხოლოდ 15 სკოლას ჰქონდა გათვალისწინებული და სწავლება საერთო გეგმის გარეშე მიმდინარეობდა, მომავალში ენის სპეციალურად მომზადებული სტანდარტის მიხედვით დაუფლება ქვეყნის მასშტაბით გაცილებით ბევრ სკოლაში იქნება შესაძლებელი. ინიციატივას უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები – რა არგუმენტით ხსნის განათლების სამინისტრო ჩინური ენის სწავლების გეგმის მომზადებას და რეალურად არსებობს თუ არა მოთხოვნა ენის სწავლებაზე.
თამუნა ნადარეიშვილი ჩინური ენის სპეციალისტებსაც ესაუბრა.