ჩინეთში კორონავირუსით მეოთხე ადამიანის დაღუპვას ადასტურებენ

ჩინეთის ქალაქ უხანში, ახალი კორონავირუსით მეოთხე ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს. უხანის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსის მსხვერპლი 89 წლის მამაკაცი გახდა, რომელსაც სიმპტომები 13 იანვარს დაუდასტურდა, 18 იანვარს კი, სუნთქვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად ქალაქ უხანის საავადმყოფოებში 169 ადამიანი რჩება. 35 მათგანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ახალი სახიფათო კორონავირუსი თავდაპირველად სწორედ ქალაქ უხანში გაჩნდა.  ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება.