ჩინეთში აცხადებენ, რომ ეპიდემიის პიკმა გადაიარა

ჩინეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით მხოლოდ რვა ადამიანი დაინფიცირდა. მათგან ვირუსის ეპიცენტრ უხანში, კოვიდ-19-ის მხოლოდ ხუთი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. მატულობს გამოჯანმრთელებულებს რაოდენობაც. მათი საერთო რიცხვი უკვე 61 ათასს აჭარბებს. ცოტა ხნის წინ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადეს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა.

პოზიტიურ სტატისტიკას აქვეყნებს სამხრეთ კორეაც.  სადაც ბოლო 24 საათში კოორნავირუსისგან უფრო მეტი პაციენტი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა. ბოლო ერთ დღეში, სამხრეთ კორეაში, კორონავირუსით 110 ადამიანი დაინფიცირდა, მაშინ როდესაც საავადმყოფოებიდან 114 განკურნებული პაციენტი გაწერეს. რას შეეხება საერთაშორისო სტატისტიკას,  ვირუსი 120-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. საერთო ჯამში ვირუსის 128 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. კორონავირუსმა 5 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელება კი 69 ათასამდე ადამიანმა შეძლო.