ჩინეთისა და ირანის საგარეო მინისტრების საუბარი

ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ჩინეთმა საჯაროდ გამოხატა თავისი პოზიცია ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. საგარეო უწყების ლიდერმა ისრაელის სამხედრო მოქმედებები დაგმო და თქვა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებმა საშიში პრეცედენტი შექმნა. ჩინეთი ასევე მოუწოდებს ისრაელზე გავლენის მქონე ქვეყნებს, იმოქმედონ მშვიდობის აღსადგენად. ვანგ იმ განაცხადა, რომ ამჟამად რეგიონული სიტუაცია კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტშია. თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ძალიან საშიშია და შესაძლოა, მთელი რეგიონი სრულმასშტაბიან ომში ჩაითრიოს.