ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის, ხან ჭენგმა კი ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და სავაჭრო ურთიერთობების ზრდის მასშტაბზე ისაუბრა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმაც. ოფიციალურ მიღებას, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.