ჩინეთის საპასუხო ტარიფი აშშ-ს
ძალაში შევიდა ჩინეთის მიერ აშშ-სთვის დაწესებული საპასუხო 84-პროცენტიანი ტარიფები. აქამდე, ჩინეთს ამერიკისთვის 34%-იანი ტარიფი ჰქონდა დაწესებული. აღნიშნული ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ მიიღეს. შეგახსენებთ, ჩინეთმა პირობა დადო, რომ სავაჭრო ომში აშშ-თან ბოლომდე იბრძოლებს.