„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი მხოლოდ უნდა გამყარდეს და არა შესუსტდეს“, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონალდ ტრამპის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებაზე ხელმოწერას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გოუ ძიაკუნის თქმით, ჩინეთი გააგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას თავისი პასუხისმგებლობის შესრულებაში. ჩინეთი ასევე შეშფოთებულია, აშშ-ს განცხადებით პარიზის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.