ჩინეთის პასუხი ტრამპის სატარიფო პოლიტიკას

პეკინი ამერიკის პრეზიდენტის მიერ ჩინურ საქონელზე დაწესებულ ბოლო ტარიფებს თვალთმაქცურს უწოდებს. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის მიერ იშვიათ მიწაელემენტებზე ექსპორტის კონტროლი, გასულ თვეში მადრიდში ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების შემდეგ მიღებული ზომების სერიას მოჰყვა. ამასთან, ჩინეთი აცხადებს, რომ ექსპორტის კონტროლი ექსპორტის აკრძალვას არ ნიშნავს. შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთს 1-ლი ნოემბრიდან 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს, რადგან პეკინი ექსპორტის კონტროლის დაწესებას აპირებს.