ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიება

21:22, 27.07.2026

საქართველოს პრემიერი ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი