ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის ბიზნესდელეგაცია იმყოფება. შეხვედრა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტსა და ფონდის შვილობილ კომპანიებთან შედგა. უცხოელი სტუმრები ქვეყნის სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდებიან და აცხადებენ, რომ საქართველოს უპირატესობას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ანიჭებს, რაც ბიზნესის ადგილზე წარმოებისა და საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციისთვის საუკეთესო პლატფორმაა.