ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტი

15:17, 22.08.2026

ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა. ტურისტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებას და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას. ჩინელმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები და საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ქართული ტრადიციული კულტურის შემეცნებით მასტერკლასებში.

მსგავსი