ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთის ქალაქ იანჯოუში იმყოფებოდნენ, უკვე თბილისში არიან. ისინი თავს კარგად გრძნობენ. არც ერთ მათგანს არანაირი სიმპტომი არ გამოუვლინდა. მედიკოსების გადაწყვეტილებით, მათ სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ. პეკინი–დუბაი თბილისის რეისით ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა, საკარანტინო შემოწმება ჯერ ბორტზე ასვლამდე, შემდეგ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაირეს. არც ერთს არ აქვს ტემპერატურა ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა კლინიკური ჩვენება. რაც შეეხება ქალაქ უხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ჩინეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, ისინი თავს კარგად გრძნობენ. მათ საკვების და მედიკამენტების პრობლემა არ აქვთ.

დატოვე კომენტარი