ჩინეთიდან საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ჩამოვა

დაახლობით ერთ საათში, ჩინეთის ქალაქ იანჯოუში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე, თბილისში  ჩამოვა. სამშობლოში ისინი დუბაის გავლით ბრუნდებიან. ამ დროის მონაცემებით, არც ერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მედიკოსები და რა პრევენციული ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ქალაქ ვუხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ჩინეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, ისინი თავს კარგად გრძნობენ. მათ საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა არ აქვთ.

საქართველოს სასაზღვრო პუნქტებში კი, საერთაერთაშორისო მოთხოვნებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები გრძელდება.

საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს სპეციალური სკრინინგისა და კითხვარების საშუალებით ამოწმებენ.