ჩინეთი საქართველოში გაცემულ დიპლომებს აღიარებს

15:18, 28.05.2025

ჩინეთი საქართველოში გაცემულ დიპლომებსა და სერტიფიკატებს უახლოეს რამდენიმე კვირაში აღიარებს. ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით შეძლებენ ჩინეთში დასაქმებას.

გარდა ამისა, სიახლე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და სხვადასხვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის შემუშავებას. ხელშეკრულება, საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის გაფორმდა.

მსგავსი