ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოში
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინური მედია საშუალებების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეცნობიან.
რეგულარული ავიარეისების და უვიზო მიმოსვლის დაწყების, ასევე სხვადასხვა მასშტაბურ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის და ქართული ტურისტული პროდუქტების ჩინეთში წარდგენის შემდეგ, სტუმრები მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან საქართველოს უნიკალურ კულტურას, ტრადიციებს ტურისტულ ლოკაციებსა და მარშრუტებს საკუთარი თვალით ნახავენ. მიღებული გამოცდილება ახალ ტურისტულ პაკეტებში აისახება, რომელსაც ჩინური კომპანიები საკუთარ მილიონობით მომხმარებელს შესთავაზებენ. აქტიურად გრძელდება ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებიც. მიზანი ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება და 1,5-მილიარდიანი ტურისტული ბაზრის მაქსიმალური ათვისებაა.