ჩინელი ინფლუენსერები საქართველოში
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში გაეცნობიან. ეს არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიასთან დაიწყო. შედეგად ჩვენს ქვეყანას უკვე სტუმრობდნენ ჩინელი ინფლუენსერები, რომლებსაც საქართველოს მთისა და ზღვის კურორტები, უნიკალური არქიტექტურა, გამორჩეული ლანდშაფტი, კულტურა და სამზარეულო გააცნეს. სპეციალურად დაგეგმილი მარშრუტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და შთაბეჭდილებები ახლა ჩინურ სოციალურ პლატფორმებზე განთავსდება. სხვადასხვა საიტებზე რეგისტრირებულ მილიონობით მომხმარებელს კი საშუალება მიეცემა საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს და ვიზიტი ისე დაგეგმოს. კამპანიის მიზანი ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტის დაინტერესებაა.