უკრაინის საკითხზე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
რამდენიმე ქალაქი, მათ შორის კიევი, მასირებული ავიაიერიშების სამიზნედ იქცა. დედაქალაქზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმის შედეგად დაიბომბა საცხოვრებელი სახლებიც. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია, დაშავებულია ათეულობით მოქალაქე. ოფიციალური კიევი მოსკოვს სამშვიდობო ძალისხმევის იგნორირებაში ადანაშაულებს და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს. ფაქტია, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი არ ჩანს. უკვე ცნობილია რამდენიმე საკითხი, რის გამოც, შეხვედრის რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ჯერ ვერ ხერხდება. გავრცელებული ცნობით, ხვალ მოსკოვში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ჩავა.