ჭიდაობის ტურნირი გურჯაანში

გურჯაანის სოფელ ძირკოკში ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი, „გრანდიოზული“ გაიმართა. გამარჯვებულები, რომლებიც ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დააჯილდოვეს. ტურნირში 120 სპორტსმენი მონაწილეობდა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გახდნენ: ნიკა ხუზაურაშვილი, გიგა გრელაშვილი; თორნიკე გოსიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი; +80 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ფალავანს კი ტრადიციულად მთავარი პრიზი, „ჭედილა” გადაეცა.