ჭიდაობის ფედერაციის განცხადება

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უარყოფს.

ორგანიზაცია „აი დი ეფ აის“ მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებს, დღეს ფედერაციის იურისტი გამოეხმაურა. მედიის წარმომადგენლებს მან საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტაცია აჩვენა. იურისტის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული ვარაუდები მცდარია. შესაბამისი დოკუმენტაცია კი უკვე გადაეგზავნა განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს. კესარია ჩხიკვაძის თქმით, ფინანსური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, „აი დი ეფ აის“ კვლევის მიხედვით, ფინანსური დარღვევები ჭიდაობის ფედერაციას სხვადასხვა მიმართულებით უფიქსირდება.

კვლევაში მოყვანის ერთ-ერთ პუნქტს, დღეს ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარეც გამოეხმაურა.