„ჭიათურობა 2025“ 

15:23, 26.10.2025

უამინდობის მიუხედავად, ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2025“ მიმდინარეობს.

დღესასწაული ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნით დაიწყო და ნინოშვილის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობით გაგრძელდა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მოწყობილია შემეცნებით-გასართობი სივრცეები და საგამოფენო კუთხეები; გაიმართა ქალაქის სპორტული სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების სპორტული აქტივობები. გამოიფინა სამხედრო ტექნიკაც. დღესასწაულს ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და ჯგუფ „ურსას“ კონცერტი დაასრულებს.

მსგავსი