ჭიათურის მერობის კანდიდატები

ზუგდიდთან ერთად 19 მაისს მერს ირჩევენ ჭიათურაშიც. კონკურენცია მაღალია. მუნიციპალიტეტის მართვისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. ვრცელია რაიონში არსებული პრობლემების ჩამონათვალიც. ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად კი ქალაქში არსებული უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა რჩება, რომლის გადაჭრას კანდიდატები სხვადასხვა გზით გეგმავენ.

„მოამბე“ დაინტერესდა, რა გეგმით და ხედვით აპირებენ საარჩევნო მარათონის მონაწილეები ჭიათურაში არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლას. საკუთარ ხედვასა და პრიორიტეტებზე საუბარი მხოლოდ სამმა მათგანმა ისურვა.​