ჭიათურელი მაღაროელები სახალხო დამცველს შეხვდნენ

ჭიათურელი მაღაროელები დღეს, სახალხო დამცველს შეხვდნენ.

ლევან იოსელიანთან შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა და ერთ საათს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ მხარეებმა კომენტარი მედიასთანაც გააკეთეს. მაღაროელების თქმით, შეხვედრა მათი ინიციატივით გაიმართა და მთავარი მიზანი იყო, სახალხო დამცველისთვის ხელისუფლების შტოებთან ურთიერთობაში შუამავლობის თხოვნა. მათივე განცხადებით, ისინი უკვე 42 დღეა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და საკუთარი პრობლემების გაცნობას, თუ მათი გადაჭრის გზების შეთავაზებას უშედეგოდ ცდილობენ. ამავე შეხვედრაზე განხილული იყო მაღაროელების გარკვეული ჰუმანიტარული და ჯანდაცვის საკითხებიც. თავის მხრივ, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ის თავისი მანდატის ფარგლებში ყველანაირად შეეცდება მაღაროელებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.