ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ

ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მეშახტეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მაღაროელების მოთხოვნებს, რადგან ეს მოთხოვნები სამართლიანია. აქციას შეუერთდნენ ზესტაფონიდანაც.

ჭიათურაში უკვე მეცხრე დღეა, მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მათ დღეს დილიდან ჭიათურაში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მაღაროელების განცხადებით, არსებული პრობლემები არა მხოლოდ მაღაროელებს, არამედ მთლიანად რეგიონის მოსახლეობას ეხება. მაღაროელები ანაზღაურების მომატებასა და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკებები გააგრძელოს. კომპანიის წარმომადგენელი მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწევადია გაფიცულების ყველა მოთხოვნაზე, თუმცა, მისი თქმით, 50 პროცენტით ხელფასის მომატება არარეალურია.