ჭიათურაში სპეციალური კომისია იქმნება

12:43, 20.03.2025

ჭიათურაში შექმნილი პრობლემის გადაჭრის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლები შევლენ. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიიღეს, სადაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომას ეკონომიკის, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ სპეციალური ჯგუფი პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებს და მაქსიმალურად უმტკივნეულო გადაწყვეტილებას მიიღებს. კომისიის წევრების განცხადებით, პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს დასაქმებულთა შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, ასევე – დამსაქმებელთა ინტერესები.

მსგავსი