ჭიათურაში საპროტესტო აქციები გრძელდება 

სოლიდარობის აქციით შეხვდნენ მშრომელთა საერთაშორისო დღეს ჭიათურაში.

პროტესტის 64-ე დღეს ქალაქში მაღაროელების მხარდასაჭერად უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ინდუსტრიულ ქალაქში შექმნილ ვითარებას ართულებს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებაც, უცვლელ მოთხოვნებთან ერთად მაღაროელები თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ. შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმისთვის დაკავებულ ოთხ მაღაროელს სასამართლომ წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მაღაროელების ნაწილის მხრიდან გამოცხადებული უნდობლობის ფონზე,   შეჩერებული წარმოების განახლებაზე მუშაობს „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანია.   პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს დღეს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. როგორც მიხელ სარჯველაძემ განაცხადა, სახელმწიფო სამმხრივი კომისიის ფორმატში მონაწილეობს, გამოსავალი ნაპოვნია და პროცესში ყველა მხარის ინტერესი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.