ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობისას მუშა დაიღუპა

ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობისას მუშა დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. 27 წლის ირაკლი შამათავამ თხელიძის ქუჩაზე მშენებარე საბაგირო გზის ობიექტზე ელექტროტრავმა მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში ჭიათურის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

დატოვე კომენტარი