პროტესტი ჭიათურაში გრძელდება – მაღაროელები უკვე 62 დღეა, აქციებს მართავენ. პარალელურად კი, არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლები, მაღაროებში სპეციალისტებთან ერთად, მონიტორინგს ახორციელებენ. მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
ირმა ჭოლაძე დეტალებით.