ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება

მაღაროელების აქცია გრძელდება ჭიათურაში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები იგივეა – მაღაროელები კვლავ კუთვნილ ხელფასს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას და ამის შემდეგ კომპანიის ჭიათურიდან გასვლას და სახელმწიფოს მიერ წიაღისეულის მოპოვების პროცესის გადაბარებას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შესახებ 1 მარტიდან განაცხადა, რის მიზეზადაც, სამუშაოების არამომგებიანობა დაასახელა. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა გასული წლის 1 ნოემბრიდან სამუშაოების 6 თვით შეწყვეტა, როცა დასაქმებულებმა ხელფასის 60 % ის დარიცხვის დაპირება მოისმინეს, რაც მხოლოდ 3 თვის მანძილზე მიიღეს.