„ჭიათურა მენეჯმენტ ქომფანი“-ს გადაწყვეტილება

ჭიათურაში საწარმოების მართვის უფლება ერთი წლის წინ „ჭიათურა მენეჯმენტ ქომფანის“-ს გადაეცა. საწარმოო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება, „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით, სწორედ მმართველმა კომპანიამ მიიღო. საქმიანობის შეჩერების მიზეზად „სიემსი“ რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. პირველი – მათი თქმით, შუქრუთის მაღაროს პარალიზება მოხდა, რის გამოც კომპანია მადნის 70%-ს ვეღარ მოიპოვებდა და მეორე – ამ პერიოდში დასაქმებულებს ხელფასის 100% კომპანიის მიერ, ბანკებიდან აღებული კრედიტებით ერიცხებოდათ, რამაც კრიზისში მყოფი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ამასთან, “ჭიათურა მენეჯმენტ კომფანიში” აცხადებენ, რომ საერთაშორისოდ აღიარებულმა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მოამზადა დასკვნა, რომელიც, მათივე თქმით, ადასტურებს, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვება ფინანსურად წამგებიანია. „ჭიათურა მენეჯმენტ ქომფანიმ“ საჩხერის საქალაქო სასამართლომ გაკოტრების შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.