ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია. შესაბამისი ანგარიში ევროკომისიამ გამოაქვეყნა.
საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 %-ანი სისტემით 52 % მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიცია დაიკავა. ლიდერობით და შორსმჭვრეტელობით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს. მსოფლიო ქვეყნების მთავრობათა ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა შეფასდა 5 კრიტერიუმით: კეთილსინდისიერი ლიდერობა; გრძელვადიანი ხედვა; ადაპტაციის უნარი; სტრატეგიული პრიორიტეტიზაცია; ინოვაცია. საქართველოს ხელისუფლება კეთილსინდისიერი ლიდერობით მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა, გრძელვადიანი ხედვით 16-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო ადაპტაციის უნარით მსოფლიოში 11-ე ადგილზე გამწესდა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს. ანგარიში ეყრდნობა გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.