ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი პირველი და მეორე არხის ეთერში

იტალიასა და შვეიცარიაში დღეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი ოფი აიღებს სტარტს.

ტურინში ადგილობირივი „იუვენტუსი“ ლონდონის „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ტრავმების გამო პრინციპულ შეხვედრაში გუნდს ბარძალი, კუადრადო, დიბალა, ჰიოვედესი და მატუიდი ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა ლიხშტეინერის თამაშიც. ინგლისელები კი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარებენ.

შვეიცარიაში „ბაზელი“ ინგლისის პრემიერ ლიგის უპირობო ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. წყვილის უდავო ფავორიტად პეპ გუარდიოლას გუნდი ითვლება.

მერვედფინალური ეტაპის ორივე მატჩის ხილვა მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხის ეთერში შეეძლება.