„თბილისი ჰილსმა“ გოლფში ქალთა ღია ჩემპიონატს უმასპინძლა.
ტურნირში 15-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული გახდა ესტონელი მიინა პოჰი, ვერცხლი სოფო ბრეგვაძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი მაია შაშიშვილმა დაისაკუთრა.
ჩემპიონატი საქართველოს გოლფის ფედერაციამ ჩაატარა.