ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიურ კონფესიებს შორის

18:57, 05.06.2025

დღეს ჭადრაკში რელიგიურ ორგანიზაციებს შორის საქართველოს მეოთხე გუნდური ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა დაიკავეს, მესამე ადგილზე კი ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის გუნდი გავიდა. გამარჯვებული გუნდები თასებით, მონაწილეები კი საპატიო დიპლომებით დააჯილდოვეს.

შეჯიბრში სულ 8 რელიგიური კონფესიის გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ყოველწლიური ტურნირის ორგანიზატორები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არიან.

მსგავსი