The Chemical Brothers-ის კონცერტი რუსთავში

რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში, ოთხი გრემის მფლობელი ჯგუფის, The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართა.

ტომ როულენდსისა და ედ საიმონსის დუეტი მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა. The Chemical Brothers-მა მელომანებს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა.

კონცერტზე ჯგუფის მიერ 1995 წლიდან დღემდე სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან ყველაზე პოპულარული სიმღერები შესრულდა.

ინგლისური ელექტრონული საცეკვაო მუსიკის პიონერი ჯგუფი საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.