„ჩემი თვალით დანახული საქართველო“

18:27, 04.10.2026

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისში, გაიმართა პლენერი „ჩემი თვალით დანახული საქართველო“, რომელშიც ქართველი და სომეხი მხატვრები მონაწილეობდნენ. პლენერისთვის ორი ისტორიული სივრცე შეირჩა — სომხური ეკლესიისა და მეტეხის ეკლესიის ეზოები. პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები თბილისში და ერევანში გამოიფინება. ღონისძიების მიზანი თბილისობის ფარგლებში დედაქალაქის კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.

მსგავსი