„ჩემი პირველი ნერგი“ 

18:36, 04.11.2026

გამწვანების კამპანიას „ჩემი პირველი ნერგი“ დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიც შეუერთდნენ.

232-მა პირველკლასელმა, მასწავლებლებთან, მშობლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა სახეობის ხე დარგო. პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის წახალისებასა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.

მსგავსი