„ჩემი ექვთიმე“ – წიგნის პრეზენტაცია
„ჩემი ექვთიმე“ – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც კულტურის სამინისტროში გაიმართა. წიგნის ავტორმა რევაზ თაყაიშვილმა პირველად გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი საკუთარ ცხოვრებას აღწერს. გამოცემაში შესულია ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, საარქივო დოკუმენტები და ფოტოები. წიგნი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.