ჩეხეთში სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების მიზნით შეთანხმება გაფორმდა
ჩეხეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტიამ და ორმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა გაერთიანებამ სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების მიზნით შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტი ჩეხეთის მომავალი მთავრობის პროგრამულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ჩეხური მედიის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იქნება მომავალ მთავრობაში თანამდებობებზე კონკრეტული პირების წარდგენა. ხვალ ახალი მოწვევის დეპუტატები, პალატის ხელმძღვანელს აირჩევენ. ამის შემდეგ, ჩეხეთის მოქმედი მთავრობა გადადგება, ახალი კი – სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს შეიკრიბება.