ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფება

საქართველოში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. ტომაშ პეტრშიჩეკი სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფება და არსებულ ვითარებას ეცნობა. მანამდე კი ჩეხ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასპინძლა.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას და „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმს.

დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერსაც შეხვდება. ასევე მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.