სატელეფონო საუბარი შედგა სალომე ზურაბიშვილსა და ჩეხეთის პრეზიდენტს შორის. როგორც პეტრ პაველი აცხადებს, აღნიშნული საუბარი არჩევნების შესახებ ეუთო-ოდირის საბოლოო ანგარიშმა განაპირობა. ჩეხეთის ლიდერი წერს: „სალომე ზურაბიშვილმა მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს სულ უფრო მეტად აახლოებს რუსეთთან. მე ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული სიტუაციის ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, – წერს პეტრ პაველი.