ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო რეჟიმის შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი წერს. მისივე თქმით, აჩერებენ უვიზო კონტაქტებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან. „ჩემი ინიციატივით, მთავრობამ დაამტკიცა სავიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ასე ვრეაგირებთ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, დემონსტრაციების ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე. ამ ზომით ვაჩერებთ უვიზო კონტაქტებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან”,- წერს იან ლიპავსკი.