ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს - დარჩიაშვილი ჩეხეთში

ჩეხეთი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. განცხადებები ამის შესახებ პრაღაში გაკეთდა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა ჩეხ კოლეგას. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. საქართველოს პირველი დიპლომატი უკრაინაში დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტსაც ეხმაურება.