Check in Georgia-ს პროგრამა იცვლება

ეკონომიკის მინისტრს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მასშტაბური მუსიკალური პროექტის მიმართ კითხვები უჩნდება. გიორგი ქობულია „ჩექ ინ ჯორჯიას“ გადახედვას აპირებს და პროექტში ცვლილებებს აანონსებს.

პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვის ეფექტურობას მინისტრი ეჭვქვეშ აყენებს.

რობი უილიამსის, maroon 5-ის, აეროსმიტის, ენიო მორიკონეს, ჯეიმს ბლანტის კონცერტები, ელექტრონული მუსიკის ფესტივალები, სპორტული ტურნირები – ეს 2016 წლის შემდეგ საქართველოში „ჩეკ ინ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი ღონისძიებების მხოლოდ ნაწილია.