ჩაწყობილი მატჩების საქმის წინასასამართლო პროცესი

საქალაქო სასამართლოში ჩაწყობილი საფეხბურთო მატჩების საქმის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

სავარაუდოდ, დღესვე დაცვის მხარე მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას – ოთხ ბრალდებულს შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

მატჩების ჩაწყობის საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელიდან პროკურატურის მოთხოვნით პატიმრობა ოთხს შეეფარდა, ხოლო შვიდი ფეხბურთელი 10000-10000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდება.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით – ე.წ. ჰანდიკაპით ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. შედეგად, სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

დატოვე კომენტარი