ჭავჭავაძეზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს

იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დარღვეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა თვითმხილველების და სხვა პირების გამოკითხვა. უმაღლესი სასწავლებლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს გუშინ ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგამოძიებო უწყებამ საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით აღძრა.

ილიას უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ენეს გრუპი“ ასრულებდა და მას ჭავჭავაძის გამზირზე მერიის მიერ მიმდებარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან კავშირი არ აქვს.