ვინ არის 4 ოქტომბრის ჩავარდნილ ე.წ. მშვიდობიან დამხობაზე პასუხისმგებელი – ოპოზიციაში კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის.
დღეს, უკვე კომენტარები ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებაც კეთდება. პრაღაში Forum 2000-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ღობეები თავდასხმისთვის წინასწარ მომზადდა, სავარაუდოდ, ადგილობრივი ძალების მიერ. სცენარი, შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილების გამოყენებით განხორციელდა, – ამტკიცებს ზურაბიშვილი. ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად „გირჩი“ მიიჩნევს, რომ ღობეზე ყურადღების გადატანა არის მცდელობა, იმ პოლიტიკოსებმა მოიხსნან პასუხისმგებლობა, ვინც ათასობით ადამიანი მოატყუა, თითქოს რევოლუციას ამზადებდა.