4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ჩაშლილი გეგმა კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. პოლიტიკოსები, რომლებიც მშვიდობიან რევოლუციას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ, შედეგებზე პასუხისმგებლობას ორგანიზატორებს აკისრებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ბურჭულაძისა და სხვა ორგანიზატორების მხრიდან, გეგმის ამგვარად განვითარებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. რაც შეეხება მმართველ გუნდს – „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ 4 ოქტომბრის საღამოს დანაშაული ნათელი იყო. მათი განმარტებით, დაკავებულებს პროკურატურამ, ყველამ იმ შესაბამისი მუხლით წაუყენა ბრალი, რომელიც დაირღვა.