ჩავარდნილი „მშვიდობიანი დამხობა“ - გამოკითხვები

4 ოქტომბერს  პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გარშემო მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის წინაშე კითხვებს „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა და უკრაინაში მებრძოლმა, ნადიმ ხმალაძემ უპასუხეს. სამივე პირი ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ საგამოძიებო უწყებაში დაიბარა, თუმცა მათ, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა არჩიეს.