ჩავარდნილი დამხობის საქმე

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული პოლიტიკოსების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. პაატა ბურჭულაძე სასამართლო სხდომას არ დასწრებია, მის ინტერესებს ადგილზე ადვოკატი იცავდა. მურთაზ ზოდელავას თქმით, ის მზად არის ყველას ნაცვლად აიღოს პასუხისმებლობა, რათა სხვას, ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს სასჯელი შეუმსუბუქდეს. პაატა მანჯგალაძის თქმით კი – დაკავებულ პირებთან, რომლებსაც აქციის ორგანიზატორობას ედავებიან, გადაღებული ფოტო, პერფორმანსის გარდა არაფერია. სასამართლო პროცესი 18 დეკემბერს, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება მათ, რამდენიმე მუხლით ედავება. მათ შორის არის საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ასევე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.